მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური ნახევარმცველი, ლეონ გორეცკა, საკუთარ გუნდს რამდენიმე კვირით გამოაკლდა.
24 წლის გერმანელმა ეროვნული გუნდის ბანაკში ბარძაყის დაზიანება მიიღო და დღეს "რეკორდმაისტერის" პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ლეონს ოპერაცია სჭირდება.
რებილიტაციის პერიოდი კი ორიდან-ოთხ კვირამდე გასტანს. გორეცკა მინიმუმ ორი კვირა ვერ მოახერხებს ვარჯიშების აღდგენას.
ლეონ გორეცკამ ახალი სეზონის სტარტზე 2 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც გააკეთა.
ლეონ გორეცკას სექტემბრის ბოლომდე "ლაიფციგთან", "ცრვენა ზვეზდასთან", "კიოლნთან" და "პადერბორნთან" მატჩების გამოტოვება მოუწევს.