კოვაჩი ტიტულისთვის 4 გუნდი იბრძოლებს

კოვაჩი ტიტულისთვის 4 გუნდი იბრძოლებს

მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ სერიზოულ და დაძაბულ კონკურენციას ელოდება.

"ყველა 100%-თ უნდა იყოს მზად და აჩვენოს საუკეთესო ფეხბურთი. ეს ეხება "ბაიერნსაც" და სხვა კონკურენტებსაც - 80-90% საკმარისი არ არის.

მართალია, რომ "ლაიფციგმა" საკმაოდ სერიოზული განაცხადი გააკეთა, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენ უფრო გაგვიმართლებს.

"ლაიფციგის" მსგავსად ტიტულისთვის დორტმუნდის "ბორუსია" და ლევერკუზენის "ბაიერიც" იბრძოლებენ. სწორედ ეს ოთხეული გაითამაშებს ტიტულს. დაძაბულ რბოლას ველით", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.

საწყისი სამი ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში 9 ქულით "ლაიფციგი" ლიდერობს. შემდეგ 8 ქულით მოდის "ვოლფსბურგი", "ბაიერნს" და "ბაიერს" კი 7-7 ქულა აქვთ. დორტმუნდის "ბორუსიას" ანგარიშზე 6 ქულაა.

"რეკორდმაისტერი" უკვე ზედიზედ 7 წელია ბუნდესლიგის ვერცხლის სინს არ თმობს და ყველა "ბაიერნის" ჰეგემონიის დამხობას ელოდება.


14-09-2019, 15:41
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0