მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "ლაიფციგთან" შეხვედრა (1:1) შეაფასა.
"ფანტასტიკური პირველი ტაიმი ჩავატარეთ, უფრო მეტი უნდა გაგვეტანა. მეორე ტაიმში გახსნილი ორთაბრძოლა იყო და შანსები ორივე გუნდს ჰქონდა.
ეს კარგი მატჩი იყო მაყურებლისთვის. რა თქმა უნდა, პირველი ტაიმის ბოლოს დანიშნულმა პენალტმა ჩვენზე უარყოფითად იმოქმედა", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.
"რეკორდმაისტერმა" გუშინ ბუნდესლიგის ლიდერ "ლაიფციგთან" გაიყო ქულები და ახლა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.