გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა გოლკიპერმა, ლეგენდარულმა იენს ლემანმა, "ბუნდესთიმის" კარის ხაზზე არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, მანუ ნოიერს აქვს უფლება, რომ იყოს თავდაჯერებული, ცოტა ქედმაღალიც, ვინაიდან მისი თამაშის ხარისხი და როლი ძალიან მაღალია.
კონკურენცია პირველ ნომერს საკმაოდ სერიოზული ზეწოლის ქვეშ ამყოფებს და მოდუნების საშუალებას არ აძლევს ისე, როგორც თავის დროზე ოლივერსა და ჩემს შორის იყო.
თუმცა ვფიქრობ, რომ ნოიერი ტერ შტეგენზე ყველაფრით უკეთესია. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში 4 გოლი რომ გამეშვა ისე, როგორც ტერ შტეგენს "ლივერპულთან" შეემთხვა, საკუთარ თავს შევეკითხებოდი რამდენად ვარ კარგი მეკარე", - განაცხადა ლემანმა.
მანუელ ნოიერი 2016 წლიდან მოყოლებული ეროვნული გუნდის კაპიტანია და მიუხევად მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ბრწყინვალე სათამაშო ფორმისა, გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი კვლავ უპირობოდ მანუ ნოიერია.