კატალონიის "ბარსელონასა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, მანუელ ნოიერის განცხადებას უპასუხა.
"როდესაც ეროვნულ გუნდში იძახებ მოთამაშეს არ უნდა ელოდო, რომ ის სათადარიგო სკამზე დაჯდომით კმაყოფილი იქნება.
მანუ არ არის ვალდებული ჩემს გრძნობებზე გააკეთოს კომენტარი, ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრი და პირადი სივრცეა.
ვფიქრობ, ყველა კარგად ხედავდა ჩემს მოქმედებას ამ საკითხთან მიმართებაში, ამიტომ მსგავსი განცხადებები უბრალოდ უადგილოა", - განაცხადა ტერ შტეგენმა.
ტერ შტეგენმა სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ სათამაშო დროის სიმცირის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც მანუს პასუხი მოჰყვა - კაპიტანმა ტერ შტეგენს მეტი გუნდურობისკენ მოუწოდა.
27 წლის ტერ შტეგენს "ბუნდესნაკრების" მაისურით სულ 22 თამაში აქვს ჩატარებული. ამჟამად ის ნოიერის დუბლიორია.