ბაიერნმა ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

ბაიერნმა ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" შინ აუტსაიდერი "ცრვენა ზვეზდა" 3:0 გაანადგურა.

პირველი ტაიმი "რეკორდმაისტერმა" მინიმალური ანგარიშით მოიგო - მარცხენა ფლანგიდან ივან პერიშიჩის ჩაწოდებას აკრობატულ ნახტომში თავით კინგსლი კომანი გამოეხმაურა - 1:0.

მეორე ნახევარში მიუნხენელებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მომდევნო ბურთის გატანა მხოლოდ ბოლოსკენ მოახერხეს. რობერტ ლევანდოვსკიმ მცველების შეცდომით ისარგებლა და თავი გამოიჩინა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ დროში ტიაგოს ჩინებული ჩაგდებით გოლი შეცვლაზე შემოსულმა თომას მიულერმაც გაიტანა.

"ბაიერნმა" მეტოქე 3:0 დაამარცხა და პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს სამი ქულით ჩაუდგა სათავეში. "ოლიმპპიაკოსისა" და ლონდონის "ტოტენჰემის" შეხვედრა საბერძნეთში ფრედ 2:2 დასრულდა.

მომდევნო ტურში მიუნხენური გრანდი უკვე ლონდონს ესტუმრება და 1 ოქტომბერს "ტოტენჰემს" შეხვდება.


19-09-2019, 04:00
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0