მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "ცრვენა ზვეზდასთან" შეხვედრა შეაფასა.
"ვულოცავ ჩემს გუნდს. ბიჭებმა დღეს ძალიან კარგი სამუშაო შეასრულეს.
ბევრი მომენტი შევქმენით და შესაძლოა უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ვფიქრობ, სამი ბურთიც საკმარისია.
პირველი თამაში ყოველთვის უნდა მოიგო, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულაა. ამ შედეგით და მხოლოდ სამი გოლით შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "რეკორდმაისტერმა" სერბული კლუბი შინ 3:0 დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა.
მიუნხენელებმა კარისკენ 35-ჯერ დაარტყეს, აქედან 10-ჯერ ზუსტად და სამ გოლს დასჯერდნენ.