პირველად ისტორიაში  ლევანდოვსკი ბუნდესლიგის რეკორდსმენია

პირველად ისტორიაში ლევანდოვსკი ბუნდესლიგის რეკორდსმენია

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, სეზონის ფანტასტიკური სტარტი უნიკალური მიღწევით დააგვირგვინა.

გუშინ, გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში, "რეკორდმაისტერმა" სტუმრად "პადერბორნი" 3:2 დაამარცხა და პოლონელმა ერთი ბურთის გატანა მოახერხა.

31 წლის რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის სასტარტო 6 ტურში უკვე 10 გოლის გატანა მოახერხა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა!

რობერტმა ლეგენდების, იუპ ჰაინკესის, გერდ მიულერის, პეტერ მაიერისა და ლოთარ ემერიხის, რეკორდი გააუმჯობესა. მათ საწყის 6 შეხვედრაში 9 ბურთი ჰქონდათ გატანილი.

2019/20 წლების სეზონში ლევანდოვსკის ჯერჯერობით "ბაიერნის" ყოველ შეხვედრაში გააქვს გოლი (თუ სუპერთასს არ ჩავთვლით) - მის ანგარიშზე 8 თამაშში 12 გოლია.


29-09-2019, 16:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0