მიუნხენის "ბაიერნის" უნივერსალურმა უკანა ხაზელმა, იოზუა კიმიხმა, "პადერბორნთან" მატჩის შემდეგ გუნდის თამაშის ხარისხი დაიწუნა.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩები დიდი უპირატესობით მოვიგეთ, თამაში არ იყო ისეთ, როგორიც გვინდოდა და წარმოგვედგინა.
არცერთი მოთამაშე არ არის კმაყოფილი ჩვენი თამაშით", - აღნიშნა 24 წლის გერმანელმა.
ნიკო კოვაჩის გუნდი ბოლო პერიოდში კარგ შედეგებს დებს - მიუნხენელებმა ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგეს, მაგრამ თამაშის ხარისხი არც ისე მაღალია.
მომდევნო მატჩს "ბაიერნი" 1 ოქტომბერს, ლონდონში, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართავს.