მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ლონდონის "ტოტენჰემთან" გუშინდელი ბრწყინვალე გამარჯვება (7:2) შეაფასა.
"ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ვიცოდით თუ რა გველოდა აქ. საკმაოდ ინტენსიური მატჩი გამოვიდა, "ტოტენჰემმა" სერიოზული ზეწოლის ქვეშ მოგვაქცია.
პირველ ტაიმში აგრესიულობა ცოტათი გვაკლდა. რა თქმა უნდა, შესვენებაზე გაყოლებული მეორე გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეორე ტაიმში კი გეგმის მიხედვით ვითამაშეთ.
ფანტასტიკური საღამო გამოვიდა "ბაიერნისა" და სრულიად გერმანული ფეხბურთისთვის. ეს განსაკუთრებული თამაში იყო.
ახლა კი ბუნდესლიგაზე უნდა გადავიტანოთ კონცენტრაცია. ამ სეზონში ამბიციური მიზნები გვაქვს, ბევრის მიღწევა გვინდა", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.
გერმანულმა გრანდმა ლონდონში ფანტასტიკურად იასპარეზა და ორი ტურის შემდეგ B ჯგუფს 6 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.