მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, ლონდონის "ტოტენჰემთან" თამაშის შემდეგ კარლ-ჰაინც რუმენიგეს უპასუხა.
"განცხადება, რომელიც "პადერბორნთან" მატჩის შემდეგ გავაკეთე? იგივეს კიდევ ერთხელ გავიმეორებდი. ვფიქრობ, თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი დამეთანხმებიან.
ეს ჩემი აზრია, რომელსაც ბოლომდე მტკიცედ დავიცავ და არავის მივცემ უფლებას, რომ აზრი შემაცვლევინოს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჯობს საკუთარი კრიტიკული აზრი ახლა გამოვთქვა, როდესაც ვიგებთ, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენთვის მძიმე ფაზა დაიწყება და ასეთ დროს მსგავსი განცხადებები არაპროდუქტიულია", - განმარტა 24 წლის გერმანელმა.
გასულ უქმეებზე მიუნხენელებმა ბუნდესლიგაში სტუმრად "პადერბორნი" 3:2 მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს და იოზუამ გუნდის თამაში გააკრიტიკა.
კიმიხის ეს გამონათქვამი არ მოეწონა კლუბის ხელმძღვანელობას.