ფილიპე კოუტინიოს გადმობირებით, ბაიერნმა ნამდვილად დიდი ტრანსფერი გააკეთა
.ბაიერნში კოუტინიოს თავის საყვარელ პოზიციაზე თამაშის უფლება მიეცა და მან ხელმეორედ დაამტკიცა,რომ ის უძლიერესი ფეხბურთელია და ეს არამარტო ფანებმა არამედ ბაერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმაც აღნიშნა.
ესპანური გამოცემა "მარკა" კი იუწყება, რომ "ბარსელონას" კიდევ აქვს იმედი იმისა რომ, ისინი კოუტინიოს დაბრუნებას შეძლებენ. მართალია კოუტინიოს კონტრაკტში ბაიერნისთვის გამოსასყიდი თანხა არის ჩაწერილი, მაგრამ "მარკას" თუ დავუჯერებთ, "ბარსელონა" ყველაფერს შეეცდება იმისთვის, რომ 27 წლის ბრაზილიელი მიუნხენში არ დარჩეს. ამას ადასტურებენ ასევე "ბარსელონას" სკაუტები, რომლებიც კოუტინიოს თამაშს აქტიურად აკვირდებიან.