ლუკა ვალდშმიტი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნამდვილად ვარსკვლავი გახდა.
23 წლის გერმანელმა 8 გოლი გაიტანა და მსოფლიო გააოცა. მან გოლების გატანა მის ახალ გუნდში "ფრაიბურგშიც" განაგრძო, რის გამოც იგი იოხიმ ლიოვის მიერ ნაკრებშიც იქნა გამოძახებული.
რობერტ ლევანდოვსკი ტოპ ფორმაშია, რის გამოც ბევრს ავიწყდება რომ გენიარული პოლონელი უკვე 31 წლის არის. მართალია ის დღეს მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა,მაგრამ მისი დროც მალე გავა და ის ვეღარ შეძლებს ამ დონეზე თამაშს.
ამიტომაც სურს "ბაიერნს" 23 წლის გერმანელის შეძენა, ბოსებს იმედი აქვთ იმისა რომ ლუკა ლევანდოვსკის სრულფასოვნად შეცვლის.
ამას ცნობილი გერმანული გამოცემა "transfermarkt" იუწყება.