ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Kicker" ჰოლანდიელი სპეციალისტის მოკლე ინტერვიუს ავცრცელებს, სადაც ის თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
" "ბაიერნის" მწვრთნელობა ? ამას არ გამოვციხავ, მაგრამ მე უკვე 50 წლის ვარ და მეოცნებე არ გახლავართ. ეს შეიძლება მოხდეს ან არ მოხდეს, ყველაფერი "ბაიერნზეა" დამოკიდებული.
მე ძალიან ბედნიერი ვარ "აიაქსში", იმ შემთხვევაშიც კი თუ მეცოდინება, რომ აქ 10 წელი გაჩერებას არ ვაპირებ."-განაცხადა ტენ ჰაგმა.
მოგეხსენებათ, ტენ ჰაგი 2013-2015 წლების სეზონში "ბაიერნის" მეორე გუნდს ედგა სათავეში, გასულ სეზონში კი თავი "აიაქსის" ბრწყინვალე თამაშით დაგვამახსოვრა.
ჰოლანდიელი სპეციალისტი ევროპაში პეპ გვარდიოლას ფილოსოფიის გამგრძელებლად და ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერად მოიაზრება.