სამიდან სამი  ბაიერნმა ათენში მძიმე ბრძოლა მოიგო

სამიდან სამი ბაიერნმა ათენში მძიმე ბრძოლა მოიგო

გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი შეხვედრის ჩაგდების შემდეგ მიუნხენელებმა ხასიათი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიკეთეს.

ნიკო კოვაჩის გუნდმა სტუმრად ბერნძული "ოლიმპიაკოსი" საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და ჯგუფში სამიდან სამი გამარჯვება დააგროვა.

შეხვედრა "რეკორდმაისტერისთვის" ცუდად დაიწყო - 23-ე წუთზე ელ-არაბიმ თავით ანგარიში გახსნა, მაგრამ დაახლოებით 10 წუთში თომას მიულერის დარტყმულს რობერტ ლევანდოვსკიმ დაამატა და თავისი ფენომენალური სერია გააგრძელა - 1:1.

პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარი კი გერმანელებმა აქტიურად დაიწყეს და 62-ე წუთზე ისევ პოლონელმა იყოჩაღა დასწრებაზე და დუბლი გაიფორმა. ლევის გოლიდან მალევე კორენტენ ტოლისომ საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით ანგარიში 3:1 გახადა!

4 წუთში ბერძნებმა რიკოშეტით ჩამორჩენა შეამცირეს და ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ "ბაიერნმა" უპირატესობა აღარ გაუშვა ხელიდან.

სამი ტურის შემდეგ "ბაიერნი" 9 ქულით ჯგუფს ლიდერობს. შემდეგ მოდის "ტოტენჰემი" 4 ქულით, მესამეზეა "ცრვენა ზვეზდა" 3 ქულით და ბოლოზე "ოლიმპიაკოსი" 1 ქულით.


23-10-2019, 03:59
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0