მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრა კრიტიკულად შეაფასა.
"დავიწყებ პოზიტივით: სამი ქულა მოვიპოვეთ, ცხრილს 9 ქულით ვლიდერობთ და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ - მერვედფინალში პირველი ადგილით შეგვიძლია გასვლა.
ჩვენ ვიმყოფებით საბერძნეთში - ქვეყანაში, რომელშიც მარათონი გამოიგონეს. ეს საღამოც ერთგვარი მარათონი გამოდგა.
თუმცა გამარჯვებასთან ერთად, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, ვფიქრობ კრიტიკაც საჭიროა. არამგონია, რომ ეს თამაში, რომელიც ამ საღამოს ვაჩვენეთ, მომავალში გამოგვადგეს.
ჩემი აზრით, "ბაიერნი" ფრთხილად არ თამაშობს. შაბათს მომენტების რეალიზებას ვუჩიოდით, ამჯერად ამ კომპონენტში ყველაფერი რიგზე იყო - სამი გოლი გავიტანეთ. ახლა კი იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ყოველ თამაშში ორი გოლი არ გავუშვათ. ეს საკმაოდ სერიოზულ პრობლემად იქცა", - განაცხადა კალე რუმენიგემ.
"რეკორდმაისტერმა" ათენში 3:2 იმარჯვა და ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაუშვა ორი ბურთი.