ბოლო დროს უცხოური პრესა ხშირად სპეკულირებს, რომ მიულერი "ბაიერნს" დატოვებს.
პრესის ცნობით, 30 წლის გერმანელის შეძენა "ინტერსა" და "მანჩესტერ უნაიტედს" სურს.
ამ ჭორებს საფუძვლად უდევს თომასსა და კლუბს შორის მომხდარი გაუგებრობები.
ამ ყველაფერის შესახებ "უნიონთან" მატჩის წინ ისაუბრა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.
"მიულერს კლუბის დატოვება არ სურს და ჩვენც არ ვაპირებთ მის გაშვებას."- ამბობს 42 წლის ბოსნია-ჰერცეგოვინელი.
"ძირითადის ორი ფეხბურთელი დავკარგეთ და თქვენ აქ მიულერის გაყიდვაზე მესაუბრებით. რა სისულელეა!"- დასძინა "ბაიერნის" ტრანსფერმენეჯერმა.
თომას მიულერი "ბაიერნის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ის 2000-2007 წლებში "ბაიერნის" ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, 2007 წლიდან დღემდე კი, მიუნხენური გრანდის სახელს იცავს.