26 ოქტომბერს "ბაიერნი" "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდა და თამაში ანგარიშით - 2:1 მოიგო.
"რეკორდმაისტერი" მთელ მატჩში დომინირებდა და „უნიონი“ თითქმის უშანსოდ დატოვა.
მატჩის შემდეგ თამაშის შესახებ ბაიერნის მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, ისაუბრა.
"თუ ჩვენს ბოლო თამაშებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ 1 გოლით ვიგებთ ხოლმე, ეს გამოსასწორებელია,"- ამბობს ხორვატი სპეციალისტი.
"უფრო ჭკვიანურად უნდა ვიმოქმედოთ და შანსებიც გამოვიყენოთ."
" მართალია, დღევანდელ თამაშში ბევრი 100 %-იანი შანსი გავაფუჭეთ, მაგრამ "უნიონსაც" არ მივეცით ბოლო წუთამდე მომენტების შეექმნის საშუალება. ამიტომაც მე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ბოლომდე - არა."- დასძინა „რეკორდმაისტერის“ მწვრთნელმა.
„უნიონ ბერლინთან“ თამაშის შემდეგ „ბაიერნმა“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა,აღსანიშნავია ისიც, რომ არც ამ მატჩს ჩაუვლია რობერტ ლევანდოვსკის გოლის გარეშე.