ხვალ, 29 ოქტომბერს, "ბაიერნი" "ბოხუმს" დაუპირისპირდება და და გერმანიის საფეხბურთო თასის შემდეგ ტურში გადასვლას ეცდება.
ეს თამაში ლეონ გორეცკასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ახალგაზრდა გერმანელმა სწორედ "ბოხუმში" დაიწყო პროფესიონალური ფეხბურთის თამაში, რის შემდეგაც ის "შალკეში" გადავიდა.
"ბედნიერი ვარ. როცა გავიგე, რომ "ბოხუმს" დავუპირისპირდებოდით, ძალიან გამხარდა. "ბოხუმი" ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია და ეს ყველამ იცის."
24 წლის გერმანელს ტრავმის გამო რამდენიმე თამაში გაუცდა და მან თავისი "ქამბექი" აუგსბურგის წინააღმდეგ იზეიმა.
შანსი იმისა, რომ ლეონი "ბოხუმთან" 90 წუთს ითამაშებს, არც თუ ისე ცოტაა.
"ლეონი შვიდი კვირის განმავლობაში ვერ თამაშობდა, მან "უნიონთან" და "აუგსბურგთან" რამდენიმე წუთით თამაში შეძლო. მას დიდი შანსი აქვს იმისა, რომ "ბოხუმის" წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშოს," - განაცხადა "Bild-თან" ინტერვიუში "ბაიერნის" მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა.
24 წლის გერმანელი 8 წლის წინ იცავდა "ბოხუმის" ღირსებას, ახლა კი, უკვე 2 წელია, "ბაიერნის" მაისურით თამაშობს.
სწორედ საფეხბურთო თასში, ენერგია კოტბუსის წინააღმდეგ ჩაატარა თავისი ბოლო თამაში, სადაც მან გოლის გატანაც შეძლო.