კოვაჩის ანალიზი

კოვაჩის ანალიზი

"T-Online" -ის ტაქტიკური ანალიტიკოსი კონსტანტინ ექნერი "ბაიერნის" ბოლო დროინდელ წარუმატებლობას ეხმიანება და მის მიზეზებსა და გამომწვევ ფაქტორებზე საუბარობს.

" ცოტა ხნის წინ, ნიკო კოვაჩი საკუთარი თავის და მწვრთნელების მიმართ პატივსიცემას მოითხოვდა, თუმცა თვითონ საპირისპიროს აკეთებს. პირველ რიგში, მან არაერთხელ გამოიჩინა უპატივცემულობა საკუთარი ფეხბურთელების მიმართ. მისმა ტაქტიკურმა გადაწყვეტილებებმა "ბაიერნის" თამაში ძალიან ზედაპირული გახადა.

მწვრთნელის სისტემა ხდის ფეხბურთელებს სუსტს. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ფეხბურთელი არ არის ფორმაში, მაგრამ კოვაჩმა შექმნა სისტემა, სადაც ყველა გადაცემა არის სარისკო, დაუცველობის შეგრძენა უკანა ხაზში და კრეატიულობის ნაკლებობა შეტევაში. ტაქტიკური მიდგომა თითქმის ყველა გუნდთან უცვლელია და გაწერილი- რამდენიმე პასი ცენტრალურ და დაცვით ნახევარმცველებს შორის და შემდეგ ბურთის განაწილება ფლანგებზე.

მსგავს ტაქტიკას არაერთი ნაკლი აქვს და ადვილად პროგნოზირებადია. პირველ რიგში, მსგავსი მონახაზით, ბურთი იოლად იკარგება და კონტრ-შეტევებზე უკანა ხაზი ხშირ შემთხვევაში უძლური რჩება. თამაშის ეს სტილი იმდენად ადვილი წასაკითხია, რომ ხშირ შემთხვევაში, დაბალი კვალიფიკაციის გუნდებიც იოლად უღებენ ალღოს. ინდივიდუალირი მეთვალყურეობა პასის მიმღებებზე ან პრესინგი პასის გამცემებზე და "ბაიერნის" ტაქტიკა იშლება."

გერმანელმა ანალიტიკოსმა "ბაიერნის" ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.

" ნახევარდაცვა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, კოვაჩი ფიქრობს, რომ ტაქტიკა არანაირ როლს არ თამაშობს, მაგრამ ის მაინც აკეთებს ტაქტიკურ ცვლილებებს. მან მინდორზე გამოიყვანა მიულერი და კოუტინიო, ტოლისოსა და გორეცკას ნაცვლად, რათა "ბაიერნს" მოეხერხებინა შეტევების ორგანიზება. 4-2-3-1 შეცვალა 4-1-4-1-ით, ტაქტიკა, რომელმაც არასდროს გაამართლა. მთავარი პრობლემა უზარმაზარი სივრცეა, თავდასხმასა და დაცვას შორის. როდესაც "ბაიერნი" ფლანგიდან უტევს მეტოქისთვის კონტრ-შეტევის წამოწყება უმარტივესი ხდება.

კოვაჩისთვის მარტივია, როდესაც ის ადანაშაულებს საკუთარ ფეხბურთელებს და წარუმატებლობაში საკუთარ წვლილს ვერ ხედავს. გაფუჭებული პასები არ არის "ბაიერნის" მთავარი პრობლემა. პრობლემა არის სისტემა, რომელიც კოვაჩმა შექმნა, სისტემა, სადაც ფეხბურთელები გამოიყურებიან იმაზე უარესები, ვიდრე სინამდვილეში არიან"- განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა

კოვაჩის კრიტიკის ტალღა გერმანიაში უფრო და უფრო მწვავე ხდება, კლუბის ხელმძღვანელობაც აღარ იცავს კოვაჩს პრესასთან საუბარში. უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ხორვატი სპეციალისტი უახლოეს მომავალში გუნდის თამაშს ვერ შეცვლის, მას დაითხოვენ.



30-10-2019, 21:11
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0