"ბაერნი ბოლო თამაშებია, ვერ ანახებს იმ დონეს, რასაც ფანები "რეკორდმაისტერისგან" ელიან.
ასეთი ჩავარდნა ასევე მოხდა წინა სეზონში, რის გამოც "ბაიერნის" ფანების უმრავლესობა, ნიკო კოვაჩის განთავისუფლებას ითხოვს.
ეს სურვილი უფრო გაძლიერდა, საფეხბურთო პოკალის მეორე რაუნდის შემდეგ, სადაც "ბავარიელებს" მეორე ლიგის კლუბის "ბოხუმის" დამარცხება გაუჭირდათ.
მწვრთნელის მუშაობა ასევე არ მოსწონთ ფეხბურთელებს. ამას ემატება ასევე ხორვატის პრესკონფერენციები, სადაც ის ყველაფერს ფეხბურთელებს აბრალებს.
გერმანული გამოცემა "Sport 1" იტყობინება, რომ კოვაჩის დარჩენა მხოლოდ ული ჰიონესის დამსახურებაა.
ული დიდი კოვაჩის ფანია, რაც მის ბოლო ინტერვიუშიც მკაფიოდ გამოჩნდა.
"ნიკო ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია. მან წინა სეზონში ორი ტიტულის მოგება შეძლო. მე არ მესმის რატო აკრიტიკებენ მას ასე. თუ ჩვენ ცუდად ვთამაშობთ ეს ფეხბურთელების ბრალია და არა მწვრთნელის." ამბობს 67 წლის გერმანელი.
ული 15 ნოემბერს, თავისი პოსტიდან გადადგება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიკო კოვაჩმა მალე უნდა აღმოფრქვნას დეფიციტები და დამაჯერებლად მოგება დაიწყოს.
თუ ეს არ მოხდება, დიდი ალბათობით ხორვატ სპეციალისტს თავისი პოსტის დატოვება მოუწევს.