მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა ნიკო კოვაჩის შემცვლელზე ფიქრობს და კარლ-ჰაინც რუმენიგეს თავისი რჩეულიც ჰყავს.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Sport1" იტყობინება, რომ პირველადი ანალიზისა და ფიქრის შემდეგ რუმენიგემ თავისი ფავორიტი გამოავლინა.
"ბაიერნის" გენერალური დირექტორი თვლის, რომ ამ ეტაპზე "ბაიერნისთვის" იდეალური კანდიდატურა ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი იქნება.
49 წლის ჰოლანდიელი ყოფილი "ბავარიელია" - 2013-15 წლებში ის "ბაიერნის" მეორე გუნდს ავარჯიშებდა და პეპ გვარდიოლას პერიოდში პირველ გუნდთანაც აქტიურად მუშაობდა.
ტენ ჰაგის ამჟამინდელი კონტრაქტი ამსტერდამულ კლუბთან 2022 წლამდეა გათვლილი.