"ბაიერნი" ბოლო პერიოდია, ვერ თამაშობს დამაჯერებლად. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი, "აინტრახტთან" 5:1-ით წაგება იყო.
ამდენი ცუდი თამაშისა და ფანების უკმაყოფილების გამო, მედია ნიკო კოვაჩის გათავისუფლებით სპეკულირებდა.
ნიკო კოვაჩის შემცვლელად ასიმილიანო ალეგრი, ტენ ჰაგენი, ჟოსე მოურინიო და მიროსლავ კლოზე მოიაზრებოდნენ.
მაგრამ გავლენიანი ინგლისური გამოცემა, "TS," იტყობინება, რომ ნიკო კოვაჩს კიდევ ერთი შანსი ექნება და დროებით ჯერ კიდევ მწვრთნელი დარჩება.
"ჯერჯერობით მწვრთნელს არ გავუშვებთ, ამის შესახებ არც კი ვფიქრობთ,"- ამბობს "ბაიერნის" შტაბის ერთ-ერთი წევრი, მანუელ ბონკე.
ხორვატი სპეციალისტი აუცილებლად უხელმძღვანელებს გუნდს ოთხშაბათს "ოლიმპიაკოსის" და შაბათს დორტმუნდის "ბორუსიის" წინააღმდეგ.
მხოლოდ ამ თამაშების შემდეგ გადახედავს "რეკორდმაისტერის" შტაბი და გადაწყვეტს დატოვოს თუ არა ნიკო.