ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნი" "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდა და მისი დამარცხება შეძლო. გამარჯვებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი თომას მიულერმა დააფიქსირა.
"გამარჯვებით მოხარულნი ვართ, აგრესიულად ვმოქმედებთით და თავისუფალ ზონებს სწრაფად ვეძებდით, გამოვიყენეთ ყველაფერი, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით, მეტოქეს შესვენების უფლებას არ ვაძლევდით, ხშირად უბურთოდ ვტოვებდით, მაგრამ ბურთის წინ წაღების კრეატიულობა გვაკლდა მეტოქის სიმჭიდროვის გამო, ჩვენი საჯარიმოსკენ კი მეტოქეს არაფრის საშუალება არ მივეცით,ჯამში გავიმარჯვეთ, რაც მნიშვნელოვანი იყო და ჩვენს თავში თავდაჯერებულობა და რწმენა ვიპოვეთ, ახლა დორტმუნდთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, " - განაცხადა "ხლართამ".
გუშინდელ მატჩში "ბაიერნმა" "ოლიმპიაკოსი" ანგარიშით - 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა.