გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნს" "ოლიმპიაკოსი" დაუპირისპირდა. მატჩის შემდგომ მანუელ ნოიერმა ისაუბრა.
"90 წუთის განმავლობაში კარგად ვმოქმედებდით და ვდომინირებდით, მეტოქეს არაფრის საშუალება მივეცით,ბურთზე კონტროლი დავაწესეთ და ყველაფერი გამოგვივიდა,მოწინააღმდეგემ უბურთოდ ბევრი ირბინა და, საბოლოოდ, ძალები ამოეწურათ, გამარჯვება კარგია, მაგრამ კარის მშრალად შენახვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც არ გამოგვდიოდა, ბურთის დაკარგვის შემდეგ კარგ ზეწოლას ვახორციელებდით და მას სწრაფადვე ვიბრუნებდით, ჩვენი მიზანი განვახორციელეთ და გავიმარჯვეთ, " - განაცხადა მანუმ.
"ბაიერნი" - "ოლიმპიაკოსის" მატჩი, მიუნხენელთა სასარგებლოდ, ანგარიშით - 2:0 დასრულდა, გოლები ლევანოვსკისა და პერისიჩს ეკუთვნოდათ.