მიუნხენური გრანდის პოტენციური მთავარი მწვრთნელების სია ნელ-ნელა იფილტრება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ლეგენდარულ ფრანგ სპეციალისტს, არსენ ვენგერს, დაუკავშირდა და მასთან საქმიანი საუბარი ჰქონდა.
"Bild-ს" ინფორმაციით, ვენგერმა ტელეფონით ისაუბრა "ბაიერნის" გენერალურ დირექტორ კარლ-ჰაინც რუმენიგესთან. არსენმა "რეკორდმაისტერს" თავისი თავი შესთავაზა და განაცხადა, რომ მზად არის გერმანიაში სამუშაოდ.
გერმანული პრესის ინფორმაციით, კალემ ვენგერს "ბაიერნის" სახელით მადლობა გადაუხადა, მაგრამ მიუნხენურმა გრანდმა მის კანდიდატურაზე უარი განაცხადა.
მიუნხენის "ბაიერნი" ნიკო კოვაჩის შემცვლელის ძიებაშია. ახლა ფავორიტთა შორის ჟოზე მოურინიო და რალფ რანგნიკი არიან.