დერ კლასიკერმა შესაძლოა ბაიერნის მთავარი მწვრთნელის ბედი გადაწყვიტოს

დერ კლასიკერმა შესაძლოა ბაიერნის მთავარი მწვრთნელის ბედი გადაწყვიტოს

ვინ უხელმძღვანელებს მიუნხენის "ბაიერნს" 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე ? ეს კითხვა ჯერ კიდევ აქტუალურია, მაგრამ შესაძლოა კვირას საღამოს დაიხუროს.

გერმანული პრესის ინფორმაციით, არსენ ვენგერთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, "რეკორდმაისტერმა" ახალი გეგმა დაისახა - ჰანსი ფლიკი, რომელიც ორშაბათს ნიკო კოვაჩის დროებით შემცვლელად დაინიშნა.

ფლიკის დანიშვნამ გუნდში განწყობა რადიკალურად შეცვალა - მოთამაშეების უმრავლესობას გერმანელი სპეციალისტის დაწინაურება ძალიან გაუხარდა, გუნდში ატმოსფერო გაუმჯობესდა და ფეხბურთელებს ფლიკთან მუშაობა სურთ.

ჰანსიმ "ოლიმპიაკოსთან" სადებიუტო თამაში 2:0 მოიგო და "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საგზური მოუტანა.

ახლა კი ყველაფერი "დერ კლასიკერში" გადაწყდება - თუ "ბაიერნი" კვირას საკუთარ მოედანზე დორტმუნდის "ბორუსიას" მოუგებს, ჰანსი ფლიკი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს თანამდებობას.

"რეკორდმაისტერის" გეგმა ასეთია - "დერ კლასიკერის" მოგება, ფლიკის დატოვება და ზაფხულიდან ერიკ ტენ ჰაგის მოყვანა.


9-11-2019, 01:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0