მიუნხენური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, გერმანიის ეროვნულ ჩემპიონატში არსებულ კონკურენციაზე საუბრისას ხმამაღალი განცხადება გააკეთა.
22 ტურის შემდეგ ბუნდესლიგას 51 ქულით დორტმუნდის "ბორუსია" ლიდერობს, ხოლო მიუნხენური გრანდი "ყვითლებს" 3 ქულით ჩამორჩება.
"დორტმუნდელები ლიდერები არიან. ისინი კვლავ იკავებენ ადგილს, რომელზე ასვლაც ჩვენ გვინდა.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მიზანი ახლა ისაა, რომ არავის მისცეს საკუთარი თავის ადაფასების უფლება!", - განაცხადა კალე რუმენიგემ.
მიუნხენის "ბაიერნი" უკვე ზედიზედ 6 წელია არავის უთმობს ბუნდესლიგის ვერცხლის სინს.
ხვალ, ბუნდესლიგის 23-ე ტურის ეგიდით, "ბაიერნი" შინ ბერლინის "ჰერტას" მიიღებს, ხოლო "ბორუსია" თავის მატჩს კვირას ლევერკუზენში "ბაიერთან" გამართავს.