ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ, მიუნხენური გრანდის დროებითი მწვრთნელი ჰანსი ფლიქი გახდა. "ბაიერნში" მის დარჩენასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი მოსაზრებები გაისმის. ბოლო ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Bild, ავრცელებს.
Bild-ის ცნობით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ჰანსი ფლიქი ზამთრის არდადეგების შემდეგ კვლავ „ბაიერნის“
მწვრთნელად დარჩება, დაუმარცხებელი სერიაც რომ გააგრძელოს, მაინც. რუმენიგე და ბრაცო ეძებენ
ტრენერს, რომელიც ახალი ეპოქის შექმნას შეძლებს. კლუბის ხელმძღვანელობა, კანის ჩათვლით,
გადაწყვეტს, დარჩეს, თუ - არა ფლიქი „ბაიერნის“ მწვრთნელად.
შეგახსენებთ, რომ ჰანსი ფლიქის ხელმძღვანელობით "ბაიერნმა" ჯერჯერობით ყველა თამაშის მოგება შეძლო.