დღეს საღამოს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა და ჯგუფები თითქმის დაკომპლექტდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სიკვდილის ჯგუფი შედგა და მასში გერმანიის ეროვნული ნაკრები მოხვდა - იოახიმ ლიოვის გუნდი ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან ერთად F ჯგუფშია!
გერმანია ევრო 2020-ს ფლეი-ოფში გასასვლელად საფრანგეთისა და პორტუგალიის ეროვნულ გუნდებს გაეჯიბრება. მე-4 გუნდის ვინაობა კი უეფას ერთა ლიგაზე გაირკვევა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები კი, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში, C ჯგუფში ჰოლანდიის, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებებთან მოხვდება.
ევრო 2020 ევროპის 12 ქალაქში 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.
გერმანიის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ს ჯგუფურ ეტაპს 16 ივნისს საფრანგეთთან შეხვედრით გახსნის. მომდევნო ტურში, 24 ივნისს, "ბუნდესთიმი" ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიას შეხვდება.
ევრო 2020-ს კენჭისყრის შედეგები:
ჯგუფი A:
თურქეთი
იტალია
უელსი
შვეიცარია
ჯგუფი B:
დანია
ფინეთი
ბელგია
რუსეთი
ჯგუფი C:
ჰოლანდია
უკრაინა
ავსტრია
ერთა ლიგიდან
ჯგუფი D:
ინგლისი
ხორვატია
ერთა ლიგიდან
ჩეხეთი
ჯგუფი E:
ესპანეთი
შვედეთი
პოლონეთი
ერთა ლიგიდან
ჯგუფი F:
ერთა ლიგიდან
პორტუგალია
საფრანგეთი
გერმანია