მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა, გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, ჰანს ფლიკის, მუშაობის საწყისი პერიოდი შეაფასა.
"ჰანს ფლიკი შესანიშნავი ადამიანი და შესანიშნავი მწვრთნელია, უფრო მეტიც ჩემი აზრით ჰანსი ზედგამოჭრილია "ბაიერნისთვის" და ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდა. მას გააჩნია ამბიციები და მაღლა სვლისკენ მისწრაფება კლუბთან ერთად.
ჰანსს გააჩნია პროფესიონალიზმი და გამოცდილება, რაც აუცილებელია, აგრეთვე კომუნიკაბელური ადამიანია და მოთამაშეებთან კონტაქტის დამყარება არ უჭირს, რაც მწვრთნელისთვის აუცილებელი ფაქტორია. ფლიკი ძალიან ჰუმანურია, რაც მწვრთელის ძვირფას თვისებად შეიძლება ჩაითვალოს.
კოვაჩის წასვლის შემდეგ მეორე დღიდანვე ჰანს ფლიკმა შეძლო და "ბაიერნი" გადააქცია "მიმზიდველ მონსტრად", რომელიც სტადიონზე დომინირებს, როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში და სრულიად განსხვავებული სტატუსით დაგვიბრუნა.ჩემი აზრით ფლიკის ვარიანტი მწვრთნელის პოზიციაზე გრძელვადიანი პერპექტივით იდეალური ვარიანტია", - აღნიშნა იუპმა.
შეგახსენებთ რომ "ძია იუპმა" "ბაიერნთან" ერთად 2013 წელს ნანატრი ტრებლი მოიგო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო კლუბისა და მისი ქომაგებისთვის. სწორედ "ძია იუპის" "ბაიერნს" უწოდებდნენ "გერმანულ მანქანას", რომლისიც ყველას ეშინოდა.