დღეს 18:30 წთ-ზე "14" ტურში ერთმანეთს "მიუნხენგლადბახი" და "მიუნხენის ბაიერნი" დაუპირისპირდებიან.ამ მატჩის შესახებ "მიუნხენგლადბახის"მწვრთნელმა მარკო როზემ ისაუბრა.
"გერმანიაში საუკეთესო კლუბთან თამაში არც თუ ისე იოლი საქმეა,მაგრამ იმაზე მეტად არ ვაფასებთ მოვლენებს ვიდრე ეს რეალურადაა.ამ ,ბუნდესლიგის"მატჩში მოსაგებად გავდივარ და დიდი მოლოდინი გაგვაჩნია.ამ მატჩის მოსაგებად გუნდური თამაში და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.ბურთის მოპოვების შემდეგ სწრაფად კონტრშეტევაზე გადასვლა და შეტევა უნდა მოვახერხოთ. ჩვენს გუნდს პოულზენი და მულზენი დაააკლდებიან რაც მნიშვნელოვანი დანაკლისია აღნიშნა როზემ".
ბოლო შეხვედრა ამ კლუბებს შორის მარტში გაიმართა და მაშინ "მიუნხენის ბაიერნმა" "გლადბახი" 5:1 გაანადგურა. დუბლი კი ამ თამაშში რობერტ ლევანდოვსკიმ მიითვალა. თითო გოლი კი გნაბრიმ,მარტინეზმა და მიულერმა გაიტანეს.13 ტურის შემდეგ "გლადბახი"პირველადგილზეა ხოლო "ბაიერნი" მეტოქეს 4 ქულით ჩამორჩება.