გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა მიუნხენგლადბახის "ბორუსიასა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის ჩვენი დროით 18:30 საათზე დაიწყება.
ჰანსი ფლიკმა ლევერკუზენის "ბაიერთან" საშინაო მარცხის შემდეგ შემადგენლობა შეცვალა და 4-3-3 ტაქტიკა აირჩია. იოზუა კიმიხი დაცვის მარჯვენა ფრთას დაუბრუნდა, ხოლო ცენტრში ლეონ გორეცკასთან ერთად კორენტენ ტოლისო და ტიაგო ალკანტარა იმოქმედებენ.
აღსანიშნავია, რომ სერჟ გნაბრი და ფილიპე კოუტინიო სათადარიგო სკამზე დარჩნენ.
მ.ბორუსია: ზომერი - ელვედი, გინტერი, ლაინერი, ბენსებარინი - ჰოფმანი, ზაქარია, ბენესი, ტურამი - შტინდლი, პლეა.
სათადარიგო სკამი: ზიპელი - შტრიობლი, ვენდტი, იანშკე, კრამერი, ნოიჰაუსი, ჰერმანი, ემბოლო, რაფაელი.
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - ტიაგო, გორეცკა, ტოლისო - მიულერი, ლევანდოვსკი, კომანი.
სათადარიგო სკამი: ულრაიხი - პავარი, მარტინესი - კუისანკე, პერიშიჩი, გნაბრი, კოუტინიო.