"რეკორდმაისტერთან"გამარჯვებით რათქმაუნდა კმაყოფილი დარჩა "გლადბახის"წვრთნელი მარკო როზე რომელმაც ამ თამაშზე კომენტარი გააკეთა.
"ბაიერნთან" მატჩით ძალიან კმაყოფილები ვართ.ჩვენ სრული მატჩის ორი განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ.პირველ ნახევარში თამაშში ჩართვა ვერ შევძელით,მეტოქემ სრულიად მოგვახვია თამაში თავს და თამაში დაგვაკარგვინა,შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით,მივიღეთ სრულიად დამსახურებული გოლი ჩვენს კარში.
ბედნიერი ვარ,რომ ბიჭებმა არ დაკარგეს სულისკვეთება და ბოლომდე იბრძოლეს.ჩვენ მოვახერხეთ და ანგარიში გავათანაბრეთ თამაშის ბოლოს კი გაგვიმართლა და საფეხბურთო ფორტუნამ პენალტით დაგვასაჩუქრა რისი რეალიზებაც მოვახერხეთ.საბოლოო ჯამში ეს მატჩი ძალიან დაგვეხმარება აღნიშნა როზემ."
ამ მატჩით "გლადბახმა" პირველი ადგილი შეინარჩუნა და ისევ ლიდერების სიაშია.