ბრემენის "ვერდერთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ პირველი კომენტარი გააკეთა.
"მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაფერი გავიღო მინდორზე. ხანდახან ეს გამომდის, ხანდახან არა. დღეს კი ჩემი დღე იყო."
"სასიამოვნოა, რომ გოლების გატანა მოვახერხე, თუმცა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაა. დღეს სწორედ ამისთვის გავედით მინდორზე." - აცხადებს კოუტინიო.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დღეს სამი გოლის გატანა მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.