მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ისტორიაში მე-3 საუკეთსო ბომბარდირი გახდა.
31 წლის თავდამსხმელს გერმანიის ჩემპიონატში ჯამში უკვე 220 გოლი დაუგროვდა. სწორედ ამდენივე გოლი აქვს გატანილი ლეგენდარულ იუპ ჰაინკესს.
აღსანიშნავია, რომ პოლონელს ამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ და მხოლოდ 305 მატჩი დასჭირდა, რაც იუპის შედეგზე 64 მატჩით უკეთესია.
ლევანდოვსკიზე უკეთესი შედეგები მხოლოდ გერდ მიულერსა (365 გოლი) და კლაუს ფიშერს აქვთ (268 გოლი).
შეგახსენებთ, რომ პოლონელმა ფორვარდმა დღეს "ვერდერის" წინააღმდეგ დუბლის გაფორმება მოახერხა.