გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" სახლში ბერლინის "ჰერტა" ხავი მარტინესის ერთადერთი გოლით დაამარცხა (1:0).
მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკო კოვაჩმა თამაშში ახალგაზრდა ფრანგი გარემარბი, კინგსლი კომანი, ჩართო, მაგრამ კომანმა მოედანზე მხოლოდ რამდენიმე წუთი დაჰყო.
ერთ-ერთი შეტევის დროს კინგსლიმ მარცხენა ფეხი აიტკივა და თამაში ვეღარ გააგრძელა. მასთან თანაგუნდელები მივიდნენ, კომანმა კი მოედანი სამედიცინო შტაბის დახმარებით დამწუხრებულმა დატოვა.
ჯერჯერობით უცნობია კინგსლი კომანის დაზიანების დეტალები, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგი იტკიებდა ფეხს, რომელზეც ახლახანს მორიგი ოპერაცია გაიკეთა.
თუ ეს კვლავ იგივე ტრავმის რეციდივია, სავარაუდოდ კომანი მიუნხენურ გრანდს ხანგრძლივი დროით გამოაკლდება.
"ენფილდზე" უგოლო ფრის შემდეგ საპასუხო მატჩი დაახლოებით 3 კვირაში, 13 მარტს, მიუნხენში გაიმართება.