მოგეხსენებათ, დღეს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა ჩატარდა, სადაც მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქედ ლონდონის "ჩელსი" დასახელდა.
"არისტოკრატების" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა წილისყრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"რთული განთესვაა, თუმცა, კარგი. ჯგუფური ეტაპის შემდეგ ვიცოდით, რომ რომელიმე დიდ გუნდთან მოგვიწევდა ჯახი და შესაბამისად, მსგავს მეტოქეს ველოდით."
"ბაიერნს აქამდეც შევხვედრივართ, თუმცა, ეს სრულიად განსხვავებული თამაშები იქნება. მზად ვართ ამ გამოწვევისთვის." - აცხადებს ლამპარდი.