ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგად დადგინდა, რომ მიუნხენის "ბაიერნი" 1/8 ფინალში ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.
ბუკმეიკერები წყვილის უპირობო ფავორიტად "რეკორდმაისტერს" მიიჩნევენ. გერმანული კლუბის გასვლას მხოლოდ 1.35 აქვს კოეფიციენტი, მაშინ, როცა "არისტოკრატების" წარმატება 3.5 კოეფიციენტით ფასდება.
ლონდონში გასამართ შეხვედრაში "ბაიერნის" გამარჯვებას 2.00 აქვს კოეფიციენტი, ფრეს - 3.8, ხოლო მარცხს კი 3.55
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონობაზე მიუნხენურ კლუბს საკმაოდ მაღალი, 8.00 კოეფიციენტი აქვს და მასზე წინ მანჩესტერ "სიტი", "ლივერპული" და "ბარსელონა" დგანან.