მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას ზულემ თავისი დაზიანების შესახებ ისაუბრა.
"გუნდთან ერთად დოჰაში ვერ გავემგზავრები. მაქსიმალურად უნდა განვაგრძო ვარჯიში. სავარაუდოდ, თებერვლისთვის უკვე ვარჯიშის ახალ ეტაპზე გადავალ."
"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა და საახალწლო სურვილი ევრო 2020-ზე თამაშია. იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევ." - აცხადებს ზულე.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაზიანება ოქტომბრის თვეში მიიღო და მისთვის სეზონი დასრულებულია.