ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმს, ფილიპე კოუტინიოს ყველასგან განსხვავებული ფორმა აცვია.
კერძოდ, ბრაზილიელი ფეხბურთელი მინდორზე საბავშვო ფორმით, 176 ზომის მაისურით გამოდის.
ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ როდესაც კლუბმა კოუტინიო გაიფორმა, კომპანია ADIDAS-ს უკვე შეკერილი ჰქონდა სეზონის პირველი ნახევრისთვის ფორმები და ბრაზილიელისთვის ახლის დამზადება ვეღარ მოხერხდა.
შესაბამისად, კოუტინიოს ფორმა შედარებით უფრო მძიმეა და არ არის აღჭურვილი სპეციალური "საშრობით", რომელიც მაისურში ჰაერს ატარებს.