"ფრაიბურგთან" გამარჯვების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და რთულია, რომ ყველა ერთნაირად მაღალ დონეზე ჩავატაროთ."
"დღეს გაგვიმართლა, თუმცა, ეს გამართლებაც დავიმსახურეთ. მოხარული ვარ გამარჯვებით, კარგია, რომ ჩვენმა შეტევებმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო ორი გოლის სახით."
"დღეს ორი განსხვავებული ტაიმი ჩავატარეთ. პირველში კარგები ვიყავით, მეორეში კი ნაკლები ყურადღებით ვითამაშეთ და ამის გამო კინაღამ დავისაჯეთ." - აცხადებს ფლიკი.