რიბერი ჰიონესი ბრწყინვალე ადამიანია დიდი გულით

რიბერი ჰიონესი ბრწყინვალე ადამიანია დიდი გულით

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფრანგმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, კლუბის პრეზიდენტ ული ჰიონესთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ული ჩემთვის ძმასავით და მამასავით არის. ის "ბაიერნთან" ძალიან დიდი ხანია არის დაკავშირებული, მას აქ თავისი ისტორია აქვს. მან ამ კლუბისთვის ძალიან ბევრი გააკეთა, ული მშვენიერი ადამიანია დიდი გულით.

ჩვენ ხშირად ვსხედვართ ერთად, ვსვამთ ესპრესოს და ვსაუბრობთ. ცხადია, არამხოლოდ ფეხბურთზე, ვინაიდან ყოველთვის მაინტერესებს როგორ მისდის მას საქმეები და როდესაც ის მპასუხობს: "ყველაფერი კარგადაა", ეს მშვენიერია ჩემთვის, მთელი გუნდისთვის და მთელი "ბაიერნისთვის". ული ამ კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ზოგჯერ მას ვეუბნები: "პრეზიდენტო, მინდა, რომ მუდმივად ვითამაშო, 100%-თ დავიხარჯო, მე კარგად ვთამაშობ". ზოგჯერ კი ის მეკითხება ხოლმე: "ფრანკ, რა გჭირს?". ჩემი პასუხი კი ასეთია: "პრეზიდენტო, მოედანზე ყველაფერს ვდებ, მაგრამ მე ადამიანი ვარ და არა მანქანა".

ული ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან აქამდე. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთში ბევრს ვსაუბრობთ, რაც მშვენიერია ჩემი და ჩემი ოჯახისთვის".

35 წლის ფრანგი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2007 წლიდან იცავს და კლუბის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.

რიბერისა და ული ჰიონესს ყოველთვის უშუალო, საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.

ფრანკის მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" სეზონის ბოლოს იწურება და მის თაობაზე მიუნხენურ გრანდს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.


24-02-2019, 15:08
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0