ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Fox Sports-მა ბუნდესლიგის გასული ათწლეული შეაჯამა.
დეკადის საუკეთესო ფეხბურთელად გამოცემის ვერსიით მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ "რეკორდმაისტერის" კიდევ ერთმა მოთამაშემ შეძლო საუკეთესოს ტიტულის მოპოვება.
კერძოდ, გუნდის კაპიტანი, მანუელ ნოიერი ათწლეულის საუკეთესო მეკარე გახდა.