ჰიონესი მზად ვარ რიბერისა და რობენის გამო ბუნდესლიგა დავთმო

ჰიონესი მზად ვარ რიბერისა და რობენის გამო ბუნდესლიგა დავთმო

მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, გერმანულ ტელეარხთან საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და რამდენიმე აქტუალურ თემას შეეხო.

"ჟურნალისტებმა შესაძლოა იცოდეთ თუ რას ვაპირებთ მომდევნო სეზონისთვის. თუმცა თუ ჩვენ ამას ახლა გამოვაცხადებთ, მაშინ გუნდის ზოგიერთი ფეხბურთელი განაწყენებული დარჩება.

ჩვენ გვყავს მოთამაშეები, რომელთაც უდიდესი მადლობა უნდა გადავუხადოთ, მათ შორის რიბერისა და რობენს. წლების განმავლობაში ჩვენ მზად ვიყავით დაგვეთმო ბუნდესლიგის ერთი ტიტული, რათა მათთვის გრანდიოზული და ღირსეული გაცილება მოგვეწყო.

ჩემი ცხოვრების განმავლობაში 50-ზე მეტი ტიტული მოვიგე, ამიტომ ერთ-ერთი მათგანის დათმობა ჩემთვის დიდი პრობლემა არაა.

რაფინია სათამაშო დროის ნაკლებობას უჩივის? თქვენ ყველანი ამბობდით, რომ ჩვენი გუნდის შემადგენლობა არასაკმარისად შევსებულია. უფრო მეტი მოთამაშე რომ გვყავდეს გუნდში, ასეთი საუბარი უფრო ხშირი იქნებოდა.

რიბერისთან ურთიერთობა? ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით ფრანკთან. თავიდან მას ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, მე კი რა თქმა უნდა, დავეხმარე, ამიტომ ის ჩემი მადლიერია. რიბერი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის შენს გვერდითაა, როდესაც გჭირდება", - განაცხადა ული ჰიონესმა.

უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონი არიენ რობენისთვის ბოლო იქნება და სავარაუდოდ, იგივე ელის ფრანკ რიბერისაც.

ეს ლეგენდარული თანდემი "რეკორდმაისტერში" 2009 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ "რობერიმ" გუნდს უდიდესი წარმატება მოუტანა.

"ბაიერნმა" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი ზედიზედ ექვსჯერ მოიგო, ხოლო ამ მომენტისთვის სატუნრირო ცხრილს დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად ლიდერობს.


24-02-2019, 18:52
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0