მიუნხენის "ბაიერნი" რომ აქტიურად ეძებს ახალ გარემარბს, ეს ამბავი არახალია.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ამჯერად "რეკორდმაისტერის" რადარზე ბასკური "რეალ სოსიედადის" ფეხბურთელი, მიკელ ოიარსაბალი გამოჩნდა.
22 წლის ვინგერი ესპანური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და ის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ხშირად ხვდება.
წყაროს ცნობით, ოიარსაბალის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 60 მილიონ ევროს შეადგენს და "ბაიერნს" მის შესაძენად სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს.