"ლივერპულს" გასულ უქმეებზე, ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურში, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და თავდამსხმელი, რობერტო ფირმინო, გამოაკლდა.
27 წლის ბრაზილიელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასვლით შეხვედრაში (0:0) ბარძაყის დაზიანება მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.
მატჩის შემდეგ ფირმინოს მდგომარეობა მერსესაიდელთა თავკაცმა, იურგენ კლოპმა, შეაფასა: "სამწუხაროდ, წარმოდგენა არ მაქვს თუ რა სჭირს ფირმინოს. მას ბარძაყის პრობლემა აქვს, ეს აშკარაა. თავიდან ბობიმ მითხრა, რომ თამაშს გააგრძელებდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
არ ვიცი ის როდის დაბრუნდება. ეს ბობია, ის უფრო ადრე გამოჯანმრთელდება, ვიდრე სხვები. თუმცა ჯერ უნდა გავიგოთ თუ რა სჭირს", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი "ენფილდზე" უგოლოდ დასრულდა, მიუნხენში კი "ბაიერნი" "ლივერპულს" 13 მარტს უმასპინძლებს.