მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს კიკე სეტიენის სახით.
გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 61 წლის სპეციალისტმა ფილიპე კოუტინიოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
წყაროს ცნობით, სეტიენს მოსწონს ბრაზილიელი ნახევარმცველის პროგრესი "ბაიერნში" და სურს, რომ ზაფხულში ფეხბურთელი კვლავ კატალონიაში დაბრუნდეს.
იმ შემთხვევაში, თუ "რეკორდმაისტერი" კოუტინიოს გამოსასყიდ ფასს, 120 მილიონს არ გადაიხდის, მაშინ სეტიენის მოთხოვნით ნახევარმცველი კვლავ "ბარსელნას" დაუბრუნდება.