ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავიდ ალაბას შეძენა ევროპულ გრანდებს სურდათ.
გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ავსტრიელმა მცველმა გადაწყვეტილება მიიღო და ის მიუნხენის "ბაიერნში" რჩება.
როგორც ცნობილია, 27 წლის მცველი კმაყოფილია დაცვის ცენტრში გადასვლით და მისი როლის ზრდით გუნდში. შესაბამისად, ზაფხულში არსად წასვლას არ გეგმავს.
ალაბას "ბაიერნთან" კონტრაქტი 2021 წელს ეწურებდა მზადაა, რომ, ახალი შეთანხმება დადოს.