bayern.ge სლაიდერი გვერდი 61
გნაბრის რეცეპტი ძალაშია  ბაიერნმა ჩელსი გაანადგურა
ჩემპიონთა ლიგის პირველ 18 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა სტუმრად ლონდონის ჩელსი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგაპირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მიუხედავად იმისა რომ ლურჯებსაც ჰქონდათ შანსები უფრო მეტი რეალური მომენტი რეკორდმაისტერმა შექმნა რობერტ ლევანდოვსკის ორჯერ ვილი კაბალიერომ აჯობა ხოლო საუკეთესო შანსი თომას მიულერს ჰქონდა როდესაც გერმანელმა თავით ბურთი ხარიხას მოარტყაუგოლო პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ტაიმის სტარტზე სერჟ გნაბრიმ ლონდონი კვლავ აიღო რობერტ ლევანდოვსკიმ და გნაბრიმ სამ წუთიან ინტერვალში ორი მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს და სერჟმა დუბლი გაიფორმა 20ბაიერნმა დამაჯერებლად წაიყვანა და ორგანიზებულად გააგრძელა თამაში მოგვიანებით მარცხენა ფლანგიდან ალფონსო დეივისმა შესანიშავი სოლორეიდი განახორციელა და ცარიელ კართან დაუგორა რობერტ ლევანდოვსკის რომელმაც ორ ასისტს გოლიც შემატასაბოლოოდ ბაიერნმა 30 იმარჯვა და საპასუხო თამაშის წინ ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა ჰანსი ფლიკის გუნდი ჩელსის შინ 19 მარტს მიიღებს
გნაბრი როგორც ჩანს ლონდონი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია
ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა სერჟ გნაბრიმ პირველი კომენტარი გააკეთავფიქრობ მოწინააღმდეგეზე დიდი ზეწოლა მოვახდინეთ ჩვენი შანსები გამოვიყენეთ და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთროგორც ჩანს ლონდონი განსაკუთრებული ქალაქია ჩემთვისლონდონში არაერთი მეგობარი მყავს და ბევრი მათგანი ტრიბუნებიდან უყურებდა მატჩს მათმა მხარდაჭერამ დამატებითი ძალა შემმატა და თქვენც ნახეთ თუ რა მოხდა აცხადებს გნაბრი
ჩელსი 03 ბაიერნი ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის პირველ 18 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნი ლონდონის ჩელსის ესტუმრა და 03 დაამარცხაგთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Whoscoredის ვერსიითნოიერი 76დევისი 86ალაბა 72ბოატენგი 72პავარი 67კიმიხი 69ალკანტარა 82გნაბრი 91მიულერი 78კომანი 64ლევანდოვსკი 94
უიღბლობა მიულერს ულამაზეს გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა ვიდეო
ჩელსისა და ბაიერნის შეხვედრის პირველ ტაიმში თომას მიულერს გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი ჰქონდასამწუხაროდ გერმანელი ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა
ბაიერნის ფანების ცუდი ქმედება სტადიონის შესასვლელთან
ლონდონის ჩელსისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩის დაწყებამდე მცირე დრო რჩებაინტერნეტში გავრცელდა კადრები თუ როგორ ცდილობენ მიუნხენური გრანდის ფანები სტადიონზე შეჭრას ბილეთების წარდგენის გარეშეჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია რეკორდმაისტერის გულშემატკივრების მსგავსი ქმედება
ჩელსი VS ბაიერნი სასტარტო შემადგენლობები
ჩემპიონთა ლიგის 18 ფინალურ ეტაპზე ლონდონის ჩელსი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებსგთავაზობთ გუნდების სასტარტო თერთმეტეულებს მომავალი მატჩისთვისჩელსი კაბალიერო რუდიგერი ალონსო კრისტენსენი ჟორჟინიო კოვაჩიჩი ბარკლი მაუნტი რის ჯეიმსი ჟირუბაიერნი ნოიერი პავარი ალაბა ბოატენგი დევისი კიმიხი ალკანტარა კომანი მიულერი გნაბრი ლევანდოვსკი
ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია
ლონდონის ჩელსისთან დაპირისპირებამდე მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა პრესკონფერენციაზე ისაუბრაკოუტინიო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ზოგჯერ ის დიდი წნეხის ქვეშაა თუმცა ცდილობს რომ ყოველთვის მაქსიმუმი გაიღოს გუნდისთვისლეონ გორეცკამ სრული დატვირთვით ივარჯიშა და ის შეხვედრის ჩასატარებლად მზადაარაც შეეხება ლევანდოვსკის ის თავისი კარიერის საუკეთესო ფორმაში იმყოფება მსგავსი ლიდერის ყოლა გუნდისთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავსგასული თვეების განმავლობაში ვაჩვენეთ რომ ლამაზი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია ჩვენი სიძლიერე ბევრმა გუნდმა ნახა ჩელსისთან კი კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ ეს იმედი გვაქვს რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ აცხადებს ფლიკი
ლამპარდი აუტსაიდერობა უფრო მეტ შანსს გვაძლევს
ჩელსისა და ბაიერნის შეხვედრამდე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფრენკ ლამპარდმა საინტერესო განცხადება გააკეთამესმის რომ ფანები აუტსაიდერებად მიგვიჩნევენ რადგან ბაიერნი ბრწყინვალე ფორმაშია თუმცა ეს სტატუსი კიდევ უფრო მეტ შანსს გვაძლევსაუტსაიდერობის დროს ნაკლები წნეხი მოდის შენზე ასეთ მომენტში გამარჯვება კი უდიდეს სიხარულს განიჭებს ბაიერნი ბრწყინვალედ თამაშობს ბურთით თუ მათ კონტროლის საშუალებას არ მივცემთ მაშინ მეტი შანსი გვექნება აცხადებს ფრენკი
კიმიხი გასული წლის შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ
ჩემპიონთა ლიგის 18 ფინალურ მატჩამდე მიუნხენის ბაიერნის ფეხბურთელმა იოზუა კიმიხმა პრესკონფერენციაზე ისაუბრაგასულ სეზონში პრემიერლიგა ევროტურნირებზე დომინირებდა ახლა კი გერმანულმა კლუბებმა კარგი სტარტი აიღეს და ჩვენ მის გაგრძელებას ვეცდებითჩელსის შესანიშნავი გუნდი გყავს მათ რიგებში როგორც გამოცდილი მოთამაშეები ასევე ახალგაზრდები ირიცხებიანცხადია რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი უდიდესი ოცნებაა არ უნდა გავიმეოროთ გასული წლის შეცდომა უფრო მამაცები უნდა ვიყოთ ავიღოთ თამაშზე კონტროლი და ყველაფერი გამოგვივა აცხადებს კიმიხი
ჩელსი VS ბაიერნი სავარაუდო შემადგენლობები
ჩემპიონთა ლიგის პირველ 18 ფინალში მიუნხენის ბაიერნი ლონდონის ჩელსის ესტუმრებაგთავაზობთ გუნდების სავარაუდო თერთმეტეულებს მომავალი დაპირისპირებისთვისჩელსი კაბალიერო ასპილიკუეტა კრისტენსენი რუდიგერი რის ჯეიმსი ჟორჟინიო კოვაჩიჩი ალონსო ვილიანი მაუნტი ჟირუბაიერნი ნოიერი პავარი ბოატენგი ალაბა დევისი კიმიხი ალკანტარა მიულერი გნაბრი ლევანდოვსკი კომანი
ჩელსი VS ბაიერნი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული
ლონდონის ჩელსისა და მიუნხენის ბაიერნის დაპირისპირებას ევროთასებზე საკმაოდ დიდი ისტორია აქვს200506 წლების სეზონში რეკორდმაისტერის დამარცხება ლიგის 14 ფინალში სწორედ ინგლისელებმა მოახერხეს 2012 წელს კი სულაც ალიანც არენაზე გამართულ ფინალში პენალტების სერიაში იმარჯვეს და ბაიერნს საოცნებო თასი აართვესმიუნხენელებმა გარკვეული რევანში 2013 წელს მოახერხეს როდესაც სუპერთასზე ბაიერნმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა და თასს დაეუფლაშესაბამისად ჩელსისა და ბაიერნის შეხვედრებში არაერთ ლეგენდას მიუღია მონაწილეობა გთავაზობთ მათ კომბინირებულ თერთმეტეულსნოიერი ლამი ტერი ლუსიო ეშლი კოული რობენი ლამპარდი შვაინშტაიგერი კროოსი რიბერი დროგბა
ჩელსის ბაიერნთან მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება
ჩემპიონთა ლიგის 18 ფინალურ მატჩამდე ერთი დღით ლონდონის ჩელსის დანაკლისი სრულად ცნობილიააქამდეც გადაწყვეტილი იყო ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა რომ არისტოკრატებს ორი ლიდერი ნგოლო კანტე და კრისტიან პულიშიჩი ვერ დაეხმარებიანგარდა ამისა ბაიერნთან შეხვედრაში ასევე ვერ მიიღებს მონაწილეობას მასპინძელთა ამომავალი ვარსკვლავი კალუმ ჰადსონ ოდოიშეგახსენებთ რომ ჩელსისა და ბაიერნის პირველი შეხვედრა სამშაბათს თბილისის დროით 2355 საათზე დაიწყება
ჩელსი VS ბაიერნი კომბინირებული საუკეთესო თერთმეტეული
ჩემპიონთა ლიგის პირველ 18 ფინალურ მატჩამდე ერთი დღე რჩება ორივე გუნდი ხვალინდელ დაპირისპირებაში ყველაფერს გააკეთებს რათა წარმატებას მიაღწიოსმომდევნო მატჩს როგორც ჩელსი ასევე ბაიერნიც დიდი დანაკლისებით ხვდებიან თუმცა რა თქმა უნდა სუპერვარსკლავების ნაკლებობას არცერთი გუნდი არ უჩივისგთავაზობთ ჩელსისა და ბაიერნის კომბინირებული საუკეთესო თერთმეტეულს მიმდინარე შემადგენლობების გათვალისწინებითნოიერი დევისი რუდიგერი ალაბა ასპილიკუეტა კიმიხი ალკანტარა ვილიანი კოუტინიო გნაბრი ლევანდოვსკი
რუდიგერი ბაიერნი ჩელსის სწორედ ამით სჯობია
სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის 18 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართება რომელშიც მიუნხენის ბაიერნი ლონდონის ჩელსის ესტუმრებამატჩის წინ არისტოკრატების ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრაჩვენსა და ბაიერნს შორის ერთი დიდი განსხვავებაა ხანდახან გვაკლია ისეთი მკვლელის ინსტიქტი როგორიც ლევანდოვსკის აქვს31 წლის ასაკშიც კი ის მუდამ გოლზეა დაგეშილი სწორედ ასეთი თამაში გვჭირდება შეტევის დასკვნით ფაზაში რათა წარმატებას მივაღწიოთ აცხადებს რუდიგერი
ბაიერნის განაცხადი ჩელსისთან მატჩისთვის ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის პირველ 18 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნი ლონდონის ჩელსის ესტუმრებამატჩამდე ერთი დღით ადრე ჰანს ფლიკმა ის 19 ფეხბურთელი დაასახელა რომელიც გუნდს ლონდონში გაჰყვებანოიერი ულრაიხი ოდრიოსოლა პავარი ბოატენგი ტეო ერნანდესი ალაბა დევისი კიმიხი ტიაგო კოუტინიო ცირკზი გორეცკა გნაბრი ტოლისო მიულერი კუისენსი კომანი ლევანდოვსკი
მიულერი კოვაჩზე სპორტული კუთხით ჩვენი ხედვები სრულიად განსხვავდებოდა
მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა თომას მიულერმა ყოფილ მთავარ მწვრთნელთან ნიკო კოვაჩთან ურთიერთობაზე ისაუბრამე არ მაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ მწვრთნელი ახორციელებს როტაციას ეს მისი გადაწყვეტილებაა და ამას აკეთებს გამარჯვებისთვისთუმცა ჩემთვის უცნაურია რომ ექვსი კვირის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი ზოგიერთი მოთამაშე უკვე გადაღლილი იყო მე კი მოუთმენლად ველოდებოდი თამაშს მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი ძირითადშიარ ვამბობ რომ ჩვენს შორის ცუდი ურთიერთობა იყო პირიქით ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა რომელიც ახლაც გრძელდება თუმცა სპორტული კუთხით ჩვენი ხედვები სრულიად განსხვავებული იყო აცხადებს მიულერი
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0